"აუდიტორია 115" და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღეს სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და მათი პროტესტიც.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა, გულისმხობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფომირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს", - განაცხადა პრემიერმა.