logo_geo
eng_logo
ხვალ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიკოსი ბუბა კუდავა მოხსენებით „ახალი აღმოჩენები იშხანში“ წარდგება
- +

18 ოქტომბერი. 2016. 18:20



2016 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიკოსი ბუბა კუდავა მოხსენებით „ახალი აღმოჩენები იშხანში" წარდგება.


2013 წელს იშხანში თურქულმა მხარემ ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. ინტერიერსა და ტაძრის გარშემო ზედმეტი მიწის ფენის მოხსნამ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა წარმოშვა.



მართალია, კომპლექსის გათხრები სრული მასშტაბით არ წარმართულა და სამწუხაროდ, ხანდახან არცთუ ხარისხიანად, თუმცა გამოვლენილი ფენები ტაძრის, მხარისა და ზოგადად შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.



სიახლეებს შორის გამნსაკუთრებულ ინტერესს საკათედრო ტაძრის ახლახან გამოვლენილი და გაწმენდილი იატაკი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, აგრეთვე, ეკლესიის დასავლეთ მხარეს ორი ტაძრის, აგრეთვე სამხრეთით და დასავლეთით ეგვტერების აღმოჩენის ფაქტები.

მოხსენებაში საუბარი იქნება ამ და სხვა სიახლეებზე, ნაჩვენები იქნება უახლესი ფოტომასალაც.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner