logo_geo
eng_logo
პრემიერმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები
- +

17 მარტი. 2016. 10:20


„ქვეყნის უსაფრთხოების დისკრედიტაციის მიზნით გამოთქმული თითოეული სიტყვა ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემასა და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა  და მას პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა. პრემიერმა მოუწოდა პოლიტიკოსებს,  გააცნობიერონ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.


„მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები შს სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში,  პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმების და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ძირეული ცვლილებები, რამაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კვლავაც საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ აგდებით ვისაუბროთ მათზე.  ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები და გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია პირველ რიგში ასუსტებს სახელმწიფოს", - აღნიშნა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner