logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: „ნაციონალები“იბრძვიან არა დემოკრატიისთვის, არამედ ძალაუფლებისათვის!
- +

18 ოქტომბერი. 2016. 20:44



პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე facebook-ზე წერს:


ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამორფულ ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ ენმ იქნება კიდევ უფრო მძლავრად წარმოდგენილი პარლამენტში, რათა უფრო სარფიანად ივაჭროს თავისი ავტორიტარული, ანტისახალხო პოზიციებისა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის?

 

მე არ მჯერა, რომ ენმ-რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია იმ სოციალური ფენისთვის, რომელსაც წარმოვადგენ. არც იმის მჯერა, რომ ენმ-მსგავს ოპოზიციას საერთო სიკეთის გაკეთების და დემოკრატიული ბალანსის მიღწევის სურვილი აქვს. ისინი იბრძვიან არა დემოკრატიისთვის, არამედ მეტი ძალაუფლებისათვის!

 

პოლიტიკური ღირებულებებისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლად ვინმეს მხარდაჭერა უპასუხისმგებლობაა", - აცხადებს ლორთქიფანიძე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner