logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ერთი აწარმოებს ქათმის შემწვარ ფრთებს, ხოლო მეორე აცხობს ტყუილს!
- +

18 ოქტომბერი. 2016. 21:20


 

„ერთი აწარმოებს ქათმის შემწვარ ფრთებს, ხოლო მეორე აცხობს ტყუილს!", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი GFK-სა და „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით წერს, რომლებმაც არჩევნების დღეს ეგზიტპოლები გამოაქვეყნეს.

 


„მეგობრებო, უკვე კომედიას ემსგავსება მსჯელობა, თითქოს ჩვენ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ან GFK- ის, ან KFC- ის, ან IRI- ის და ან NDI- ის. ბევრი "კრიტიკოსი" "გარშოკზე" იჯდა, როცა თარხან- მოურავი საქართველოს პროგრამისტთა ნაკრებს წვრთნიდა და ლექციებს კითხულობდა სწორედ კვლევების თემაზე. ისე, წლების მანძილზე უცხოეთშიც ცხოვრობდა და როგორმე არ ეშლება ერთმანეთისგან KFC, თუ GFK.

 

გავიგე, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ მოსწონს ვინმე თავიდან ფეხის ქუსლამდე რესტავრირებულ კუზანოვას... (ბურჭულაძეში მაგრად გაუმართლა!!! ვულოცავ!) გავიგე, რომ ცუდად ვცეკვავ... თქვენ იცეკვეთ უკეთესად და ტაშს დაგიკრავთ, მაგრამ ეს "კრიტიკოსები" არც ცეკვაში ვარგიხართ სინამდვილეში და არც სიმღერაში. ტექსტის მოსმენის უნარიც დაკარგა ამ ხალხმა, თუ ყველა ნაცისტების შავი პიარის მსხვერლი გახდა?!... კაცი უაზროდ რომ იცინის და დაგვცინის, თვითონ ხდება სასაცილო. სახლში სარკე არა გაქვთ, სიცილისმოყვარულებო?!", - წერს ინაშვილი.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner