„პატრიოტთა ალიანსის" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი საიდუმლოდ გამოუტყდა, რომ ხმა მათ პარტიას მისცა:
„რუსთავი 2″ ის ერთ-ერთი თანამშრომელი საიდუმლოდ გამომიტყდა, რომ ხმა მე და ჩვენს პარტიას მისცა! მადლობა იმისთვის, რომ დაინახე თეთრსა და შავს შორის განსხვავება, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? აბა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლება არის "რუსთავი 2"? ხმის მიცემასაც თუ მალავთ, ამაზე მეტი დიქტატურა რაღა გინდათ? ისე, რამდენი მოგვცემდა ჩუმად!!!", - წერს ირაკლი ლატარია.