logo_geo
eng_logo
„ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა“
- +

18 ოქტომბერი. 2016. 21:37



ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს დათა ახალაიამ ერთ-ერთ ახალგაზრდას ესროლა - ეს განცხადება „ნავთლუღის საქმის" ერთ-ერთმა მოწმემ ტრისტან წითელაშვილმა გააკეთა. ტრისტან წითელაშვილი 2006 წელს კერძო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.


წითელაშვილი სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა.


ტრისტან წითელაშვილი, რომელიც 2006 წელს კერძო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ იმ დროს ობიექტების შესამოწმებლად იყო გასული. მისი თქმით, ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების დროს დაინახა ინტენსიური სროლები და შენიშნა, როგორ ესროდნენ ახალგაზრდებს.

 

როდესაც შეწყდა ცეცხლი, ერთ-ერთი მივიდა და გააკეთა გასროლა ერთ-ერთის თავის მიმართულებით, მეორესთანაც მივიდა კიდევ ერთი ნიღბიანი. ერთმა ნიღაბი რომ მოიხსნა, ამოვიცანი დათა ახალაია. ხოლო მეორე, რომელმაც გასროლა განახორციელა, შემდეგ ტელევიზორში ვიცანი - გიორგი მაზმიშვილი. მერე შემოიტანეს ჩანთა, ამოიღეს ავტომატები და დაყარეს. მერე სროლების მესამე ეტაპი დაიწყო, რაღაც ჯგუფი შემოდის და ისვრის ჰაერში", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.


ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას და გიორგი დგებუაძეს, იგივე "მასტერას" განზრახ მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტებით აქვთ ბრალი წარდგენილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner