„ჩემმა შვილმა ამიკრძალა ყველაფერი, მითხრა შენ პოლიტიკოსი არ ხარ და არ უნდა გააკეთო განცხადებები. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩემს შვილს პატივს ვცემ", - ამის შესახებ კარდიოლოგმა, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ „აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა.
მელიას თქმით, მან საკუთარი „უადგილო განცხადებების" გამო ბევრი კრიტიკა და ლანძღვა დაიმსახურა, რის გამოც პოლიტიკისგან დისტანცირება არჩია.
„ჩამოვშორდი პოლიტიკას, იმდენი ლანძღვა მივიღე ჩემი უადგილო განცხადების გამო, რომ პოლიტიკურ განცხადებებს მოვეშვი, არ ვაკეთებ! სამედიცინო სფეროზე შემეკითხეთ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. მე პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი არასდროს.
წინასწარ თქვეს, თავს იკლავსო, 10 დღე დარჩა, 15 დღე დარჩა, 5 დღე დარჩა. პოლიტიკას ჩამოვშორდი და დავისვენე. პირველ რიგში ჩემს შვილს ვცემ პატივს და არ გავაკეთებ პოლიტიკაზე კომენტარს და არც ჩავერევი", - განაცხადა მელიამ.