logo_geo
eng_logo
„ეს ერთ-ერთი უმთავრესი მავნებლობაა, რომელიც „ნაცებმა“ ჩაიდინეს“ - სოსო მანჯავიძე
- +

18 ოქტომბერი. 2016. 22:56



ნაცებმა" ბევრი მავნებლობა ჩაიდინეს, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი იყო პარლამენტის გადატანა თბილისიდან ქუთაისში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე წერს.


მისი აზრით, ამ ნაბიჯმა პირდაპირი 400 მილიონიანი ზიანის გარდა, საქართველოს კიდევ უფრო შორსმიმავალი გეოპოლიტიკური პრობლემები გაუაქტიურა,რაც 2012 წლის რევოლუციურმა პროცესებმა მართალია შეაჩერა,მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.


ამიტომ, ვინც ახლაც ლაპარაკობს, რომ თურმე საქართველოს პარლამენტი ორ ადგილზე უნდა იყოს, არის ნაცების გარედან ინსპირირებული და მავნებლური გეგმის თანამზრახველი.

 

საუბარი იმაზე, რომ პარლამენტის იქ ფუნქციონირება ხელს უწყობს ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას, სასაცილო და დემაგოგიურია.

 

სააკაშვილს რომ ქუთაისის ეკონომიკური განვითარება ნდომოდა, იმ 400 მილიონს ეკონომიკურ განვითარებას მოახმარდა.

 

გარდა ამისა, ჯერ ვერავინ დათვალა ის პირდაპირი და ირიბი ხარჯები, რომელიც ბიუჯეტს ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო ყოველწლიურად აწვება.

 

აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული თბილისის პარლამენტის შენობის ვანდალური დაზიანების ფაქტი, რომლის აღდგენაც ბიუჯეტს 30 მილიონზე მეტი დაუჯდა.

საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს თბილისში. თბილისი არის ქართველი ხალხის მთავარი გეოპოლიტიკური საყრდენი, კავკასიის ცენტრი, ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ბერკეტი განვითარებისთვის.

 

ბაგრატ მესამისა და მისი ძლევამოსილი შთამომავალის, დიდი დავით აღმაშენებლის მონაპოვარი საკუთარ უცოდინრობას არ უნდა გადავაყოლოთ. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ დაადგინა ერთიან საქართველოს დედაქალაქად თბილისი. მისი ძეგლიც თბილისის ცენტრში უნდა იდგეს და პარლამენტიც თბილისში უნდა მუშაობდეს",- წერს სოსო მანჯავიძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner