logo_geo
eng_logo
„ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობასთან შერიგებისთვის გამოგვადგება“
- +

18 ოქტომბერი. 2016. 23:58



ირაკლი ალასანია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ან რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას გამორიცხავს.


მისი თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის უშიშროების  საბჭოს მდივნად დაინიშნოს, უსაფუძვლოა.


ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე შეეცდება და გამორიცხული არ არის, მუშაობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.


არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. სახელმწიფო სამსახურში მუშაობა გამორიცხულია, თუმცა ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს, გამოადგება შერიგებისთვის აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს, როგორც კერძო პირმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


რაც შეეხებათ მის ყოფილ თანაგუნდელებს, ალასანიას თქმით, ისინი ვალდებულებებისგან გათავისუფლებული არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner