logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვიდეო, რომელზეც ასე ძლიერ ქილიკობთ, სასაცილო სულაც არაა!
- +

19 ოქტომბერი. 2016. 00:43



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას, სადაც ის საკუთარი წინაპრებისა და წარმომავლობის შესახებ საუბრობს, სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა თარხან-მოურავი გააქილიკა კიდეც. „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ამ ადამიანებს შემდეგი განცხადებით მიმართავს:


ვიდეოფრაგმენტი, რომელზეც ასე ძლიერ ქილიკობთ, სასაცილო სულაც არაა. დავით თარხან-მოურავი ამ ფრაგმენტში საუბრობს თავის წინაპრებზე, ანუ საქართველოს მეფეებზე და საუბრობს არა იმიტომ, რომ თავი განიდიდოს, არამედ პასუხობს კონკრეტულ კითხვებს.

 

გირჩევთ ეს ფრაგმენტი სრულად ნახოთ. ამაში არც შეურაცხმყოფელია რაიმე და არც სასაცილო. ამიტომ ნუ აღივსებით შურით. თან უაზროდ. სხვათაშორის, ეს ვიდეოფრაგმენტი მინიმუმ ერთი წლისაა და სულ სხვა თემას ეხება. თარხან-მოურავს რომ კარგი წარმომავლობა აქვს, ეს ყველამ იცის, საიდუმლო არ არის. არც დასაცინია აქ რაიმე და არც ზედმეტად საამაყო... და ამ კაცს არავინ შეუწუხებია ამ თემით. ეს შური გულიდან ამოიღეთ. დამშვიდდით", - წერს ინაშვილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner