მწერალ პაატა ქურდაძის facebook-პოსტი:
„როდესაც 2002 წელს არჩევანი ჟან მარი ლეპენსა და ჟაკ შირაკს შორის დადგა, არავის გასჩენია კითხვა, მიეცათ თუ არა ჟაკ შირაკისთვის 82,21%-იანი უპრეცედენტო გამარჯვების ხარისხი, თუ მაინც დაეშვათ ფაქტიურად ნეოფაშისტი ჟან მარი ლეპენის მიახლოვებაც კი უმაღლეს ხელისუფლებასთან?
ამ უკანასკნელის ფინალში გასვლაც ეროვნულ ტრაგედიად იქცა მაშინ საფრანგეთში. (უნდა ითქვას რომ არც შირაკს გასჩენია ილუზიები ასეთი მაღალი შედეგის გამო - ფაქტია, შირაკს საამისო კლასი ნამდვილად ჰქონდა განსხვავებით პატარა ჩინოვნიკურ ძალაუფლებაზე დახარბებული გაბღენძილი ქართველი პოლიტიკოსებისგან)
როგორ შეიძლება ხელი არ აგიკანალდეს ადამიანს და შემოხაზო იმ პარტიის კანდიდატი, რომელიც კრიმინალად მიგაჩნია - ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე მიგაჩნდა და ამას არ მალავდი... იმ პრეტექსტით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავტომატურად დიქტატურას ნიშნავს! (სხვათაშორის ასეთ შემთხვევაში გამოდის რომ ჩვენი კონსტიტუცია უშვებს დიქტატურას და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს). „რაციონალური" და „ტექნიკური" არგუმენტით საჭირო რომ გახდეს, ხვალ ნებისმიერ სხვა დასავლურად შეფუთულ არამზადასთანაც შეიძლება გარიგება?... მართალია, საქართველოს უახლესი ისტორია არამზადებთან გარიგების და ვაჭრობის ისტორიაა. მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს ლიცემერია?
ამორალურ პოლიტიკურ ძალასთან გარიგებეზე არ მიდიან!
ნუთუ მართლა თვლით, რომ „ტექნიკური ხმის" მიცემით მიღებული „ტექნიკური დემოკრატია" თქვენთვის ასე ძვირფასი პროდასავლურობის გამოვლინებაა? მართლა ასე თვლით? - ძალიან, ძალიან ცდებით, ან უბრალოდ ცრუობთ! რადგან „დასავლეთი" და დემოკრატია ფასეულობები, სწორი ფუნდამეტალური პრინციპები და მათი ერთგულებაა... ტექნიკური ფასეულობები კი მხოლოდ ბორდელის წითელ ხავერდის ბუდუარშია შესაძლებელი", - წერს ქურდაძე.