logo_geo
eng_logo
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რუსული მხარე გარანტიებს ითხოვს
- +

17 მარტი. 2016. 10:48


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსი დეპუტატები თბილისში ჩამოსვლას გეგმავენ. როგორც კარასინმა გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რუსული მხარე გარანტიებს ითხოვს. რუსი დიპლომატის განცხადებით, უნდა გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.


ჩვენი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ დაესწრონ ეუთო-საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი. წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისაგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება. ამ თემაზეც ვილაპარაკეთ. მე და ზურაბ აბაშიძე ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენი კონტაქტები არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, ამიტომაცაა, რომ არავითარ პროტოკოლს ხელს არ ვაწერთ. ვიზებთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს 2015 წლის დეკემბრიდან. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, თავისუფლად მიიღონ ვიზები და იმოგზაურონ რუსეთში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უფრო მეტ პროგრესზე წასვლა არ შეგვიძლია. სავიზო რეჟიმის სრული ლიბერალიზაციისთვის უმთავრესად რეგიონალური და საერთაშორისო ვითარება უნდა მომწიფდეს, რადგან ტერორისტული საფრთხე ყველას გვემუქრება და უვიზო გადაადგილება რისკებს უკავშირდება", - განაცხადა კარასინმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner