logo_geo
eng_logo
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2016 ოფიციალურად გაიხსნა
- +

19 ოქტომბერი. 2016. 11:19



18 ოქტომბერს ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა ბელგიის  მეფე-დედოფალმა მიიღეს. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ.


სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარსდგება. პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.


წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები ნიდერლანდები და ბელგია გახლავთ. საქართველო ამ სტატუსით ასობით გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს.

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner