აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თეთრ სახლში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გლობალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობის ნაცვლად, კრემლი საერთაშორისო ნორმებს ძირს უთხრის.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთი უზარმაზარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფოა შეიარაღებული ძალებით, რომელიც მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. ის მსოფლიო არენაზე პრობლემების მოგვარების მონაწილე უნდა იყოს და არა ამ პრობლემების ნაწილი.
რუსეთის აგრესია უკრაინაში და სხვა ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო ნორმებსა და წესებს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.