logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ამაზრზენი ფორმა მიიღო დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ტალღამ
- +

19 ოქტომბერი. 2016. 11:50


 

უკვე ამაზრზენი ფორმა მიიღო დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ტალღამ", - წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.



უკვე ამაზრზენი ფორმა მიიღო დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ტალღამ.

დიახ, გაიმარჯვა პატრიოტთა ალიანსმა" და გახდა საპარლამენტო პარტია.

დიახ, ამ გამარჯვებაში დიდია დავით თარხან-მოურავის დამსახურება.

თქვენ რატომ იბოღმებით? რა გშურთ? რამ გაგაბოროტათ?

რატომ გგონიათ, რომ თქვენი უკბილო და უნიჭო ვითომ ხუმრობით, სინამდვილეში კი შხამიანი სარკაზმით და ლანძღვა-გინებით ვინმეს რამეს დააკლებთ?

დრო გამოაჩენს, ვის რა გაუკეთებია სამშობლოსთვის, თქვენისთანა ანაფხეკებით კი აღარავინ დაინტერესდება.

ჯერ საკუთარი წინაპრების საფლავები მოიძიეთ, გაასუფთავეთ და სანთლები დაუნთეთ, შემდეგ კი ერთაწმინდაში წადით, სადაც პაატა სააკაძის თავია დაკრძალული და ამავე ტაძარში თარხან-მოურავების საფლავებსაც ნახავთ!

შინ დაბრუნებულებმა წიგნი წაიკითხეთ და აღმოაჩენთ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილი, გიორგი მეთორმეტის შვილი - სოფიო ბაგრატიონი ლუარსაბ თარხან-მოურავის მეუღლე იყო, იმ ლუარსაბ თარხან-მოურავის, რომლის შთამომავალიც არის თქვენი სამიზნე დავით თარხან-მოურავი.

მაგრამ თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?

თქვენ ხომ მხოლოდ უშნო ღლიცინი შეგიძლიათ!

ახლა აქ არავინ ამომაცოცდეს. გაითვალისწინეთ, რომ დუსტის ფული არ მაქვს და ტილებს ჩაქუჩით დავდევ!" - წერს მძინარაშვილი.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner