„რა ქნას ამ კაცმა, დამალოს თავისი წინაპრები თუ გვარი გადაიკეთოს ზოგიერთივით, ბაგრატიონის გვარს რომ ეტმასნებიან!" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
„დღეს მთელი დღე არ შემოვსულვარ სოციალურ ქსელში, შემოვედი და მთელი „ფეისბუქი" დავით-თარხან მოურავის გენეალოგიაზე ღლიცინებს, მთელი თქვენი უბედურება ისაა, რომ ისტორიიის წაკითხვაც გეზარებათ და სხვის გვარს აყენებთ შეურაცხყოფას, დავით თარხან-მოურავი ერეკლე მეფის შვილიშვილის და გიორგი მეთორმეტეს შვილის სოფიო ბაგრატიონის შთამომავალია, რომელიც ლუარსაბ თარხან-მოურავზე იყო გათხოვილი, გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალია და მისი ბაბუების საძვალე ერთაწმინდის ეკლესიაშია, იქ, სადაც პაატა სააკაძეა დამარხული! გადაშალეთ წიგნები მაინც, მარტო „გუგლს" რომ ხართ მიშტერებულები და დადებილდით უკვე! რა ქნას ამ კაცმა, დამალოს თავისი წინაპრები თუ გვარი გადაიკეთოს ზოგიერთივით, ბაგრატიონის გვარს რომ ეტმასნებიან!" - წერს ნინო ჯღარკავა.