„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში ინტერნეტში ბოლო დროს მოხშირებულ ხუმრობებს ეხმაურება.
„თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი 2003-2012 წლებში, ნაცების სისხლიან რეჟიმს, თავიანთი თავის და ოჯახების გვერდზე გადადებით რომ ებრძოდნენ, ნახევარზე მეტი ახლა რომ ხარხარებთ მათ კონტექსტიდან ამოჭრილ წინადადებებზე, ბოდიში და ჩა...ები ისხედით სახლში და ტელევიზორებიდან უყურებდით მათი მიტინგების დარბევას... მაგ დროს ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ თქვენთვის, დიახ, თქვენთვის...
KFC-ზე რომ ატყდა ერთი ამბავი, თავიდან ბოლომდე მოგესმინათ, რასაც იძახდა, მარტო ამოჭრილ ტექსტს რომ უსმენთ... მან თქვა, რომ არსებობს ათასობით ე.წ. ვითომ ორგანიზაცია, მაგალითად ART, ასე აბრევიატურებს იგონებენ და ჩამოჰყავთ აქ კვლევების ჩასატარებლად, როგორც KFC ქათმის ხორცის სწრაფი კვების ობიექტი ვერ შეაფასებს და ვერ ჩაატარებს აქ კვლევას, ისე ვერ ჩაატარებს ის ART, NDI, PRT, ჭღრპღრ ორგანიზაციები, მარტივია, თუ გინდა გაგება, გაიგებ, და თუ არ გინდა, კიდე იცინე და იყავი. ქვეყანა თავზე გენგრევა, სხვა არ შეგეძლო ადრე, არაფერი და არც ახლა შეგიძლია, როგორც ჩანს... ტელევიზორიდან „ბალეშიკობის" და „ფეისბუქზე" ლომობის გარდა..." -წერს თარხან გასვიანი.