logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთის პრინცი სიკვდილით დასაჯეს
- +

19 ოქტომბერი. 2016. 12:45



პირველად საუდის არაბეთის მონარქიის ისტორიაში, სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი თურკი ბინ საუდ ალ-კაბირი სიკვდილით დასაჯეს.



2014 წელს სასამართლომ პრინცი, ჯგუფური ჩხუბის დროს, საუდის არაბეთის მოქალაქის ადელ ალ-მაჰემედის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.


ჩხუბის დროს გარდაცვლილი პირი პრინცის მეგობარი იყო. შემთხვევის შემდეგ ინციდენტის ადგილზე პოლიცია პრინცმა გამოიძახა, რის შემდეგაც ის დააკავეს.



ცნობისთვის, საუდის არაბეთში მოქმედი შარიათის კანონის თანახმად, სიკვდილით ისჯება მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, შეიარაღებული ყაჩაღობა, გაუპატიურება და მკრეხელობა.


„Amnesty International"-ის ინფორმაციით, გასულ წელს საუდის არაბეთში, სიკვდილით დასჯის 158 შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი, პრინცის სიკვდილით დასჯა 134-ე შემთხვევა იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner