logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: არც ერთი ამომრჩევლის ხმა ნაცნაძირალების კანდიდატებს!
- +

19 ოქტომბერი. 2016. 13:19



„ნაცნაძირალების ბანდამ სააკაშვილის მეთაურობით ძირეულად დაამახინჯა და გაანადგურა საქართველოს კონსტიტუცია", - წერს „ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.


 

... ეს დღეები არ მქონდა საშუალება კომპიუტერთან ყოფნის და ალბათ, დავაგვიანე კიდევაც:

- მე პირადად სრულად ვუჭერ მხარს ახლადარჩეულ პარლამენტში / ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მცდელობას (თუმცა, მე მერჩია, მათ ეს სხვა პოლიტიკურ ძალასთან ერთად მოეხერხებინათ თავის დროზე!) და შესაბამისად, ახლა მოქმედ კონსტიტუციაში" ჯეროვანი ცვლილებების შეტანას ამ საპარლამენტო ვადაში, რადგან მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ნაცნაძირალების ბანდამ სააკაშვილის მეთაურობით ძირეულად დაამახინჯა და გაანადგურა საქართველოს 1995 წლის აგვისტოში ხელმოწერილი კონსტიტუცია, რომელიც იმ დროს მიიჩნეოდა ერთ-ერთ დემოკრატიულ ძირითად კანონად მსოფლიოს მასშტაბით..

2009-2010 წლების განმავლობაში ნაცნაძირალებმა სააკაშვილის მეთაურობით მთლიანად დაანგრიეს ის პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფდა ხელისუფლების დანაწილებისა და ბალანსირების იმ სისტემას, რომელიც მორგებულ იქნა ევროპულ კანონმდებლობასთან 1995 წელს და შეთითხნეს .. კონსტიტუცია", რომელიც ჩოხასავით მოირგო სააკაშვილმა საკუთარი ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის ლეგიტიმური საფუძვლებით" და რომელიც ზუსტად არის კოპირებული ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის .. პუტინ-მედვედევის" კონსტიტუციიდან, რომლემაც უზრუნველყო პუტინის აგერ უკვე 17-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნა (ამდენ ხანს ბრეჟენვიც კი არ ყოფილა გენმდივანი სსრკ-ში!!)...

ამავე დროს, სრულად ვეთანხმები საზოგადო მოღვაწე და ცნობილი პოლიტიკოსის ბატონ ნიკო ლეკიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და ვაცხადებ, რომ თუკი ამ პოლიტიკურ ძალას სურვილი ჰქონდა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისა - ამის შესანიშნავი საშუალება ჰქონდა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში; მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ და თანაც ეს ყველაფერი დაებრალებინათ წინა, ნაცნაძირალების ხელისუფლებისთვის, რომელთა მიერაც იქნა მიღებული ის დამახინჯებული ცვლილებები კონსტიტუციაში!

 

 

ასე რომ, ყველა ფსევდო-დემოკრატიული მოწოდება თუ თხოვნა ამომრჩევლისადმი ვითომდა დიქტატურის არდაშვების" საბაბით ნაცნაძირალებისთვის ხმის მიცემის შესახებ მეორე ტურში არის ან შეუგნებელი, ფეხის ხმას აყოლილი ობივატელი ამომრჩევლის მიმხრობის აგრესიული მცდელობა, ან ნაცნაძირალების მხრიდან კარგად ნაცადი, განსაკუთთრებული ცინიზმით აღსავსე პარტიული პროპაგანდა, რომლის საშუალებითაც არაერთხელ მოატყუეეს ქართველი ამომრჩეველი და ქართველი საზოგადოება!!!

ამიტომ მათ, ვისაც ჩემი მოწოდება სულ მცირე, ყურადღების ღირსად მიაჩნია, მთელი სულითა და გულით კატეგორიულად მოვუწოდებ:

- არც ერთი ამომრჩევლის ხმა ნაცნაძირალების კანდიდატებს!!!

- ყველა ამომრჩევლის ხმა ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს!!!

განსაკუთრებით ამ მოწოდებით მივმართავ ჩემს საცხოვრებელ ადგილას - ვარდისუბანში ხმის მიმცემ ამომრჩეველს:

- ჩვენი უდიდესი სირცხვილი იქნება ყოველი ხმა , რომელიც ჩვენს საარჩევნო უბნებში მიცემული იქნება ნაცნაძირალებისადმი!!!

და თუ ასეთი დაფიქსირდება - ამით თქვენ ხელს მოაწერთ იმ ფაქტს, რომ თქვენ კასტილიანი" არაადამიანის მიერ მაგიდაზე დასკოჩილი", სახელმწიფოს სახელით უკანონო პატიმრობაში მყოფი მამაკაცის გაუპატიურება მოგწონთ ვიდეოგადაღების თანხლებით!!!" - წერს ყარაულაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner