ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ემზარ კვიციანის პარლამენტში შესვლა გაუხარდა.
„კაროჩე რა!
მაგრად გამისწორდა ამ არჩევნების შედეგები ერთადერთი ფაქტის გამო!
საბოლოო ჯამში სულ მკიდია, „ოცნებას" ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ა.შ.
მაგრად მომწონს, რომ პარლამენტში შევიდა ემზარ კვიციანი!!!
აი, „ნაციონალებს" ვისზეც აკანკალებთ, ეგეთ ხალხს შევუშვებდი ბევრს პარლამენტში!
...
წარმატებები, ემზარ-ბატონო!!!!
ბრავო „პატრიოტთა ალიანსს" ამისთვის!" - წერს ბაკურ სვანიძე.