logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: მოხდება თუ არა წელს ციტრუსის სუბსიდირება, ჯერჯერობით უცნობია
- +

19 ოქტომბერი. 2016. 13:22



სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოხდება თუ არა წელს ციტრუსის სუბსიდირება, ჯერჯერობით უცნობია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სიტუაციის შესწავლა მიმდინარეობს.



ზოგადად, ჩვენ ფასის სუბსიდირებას გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვუჭერთ მხარს. თუმცა, მოსავლის დაბინავებისთვის საჭიროა ღირებულებათა ჯაჭვის იმ ელემენტების გაძლიერება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოხდეს პროდუქციის დაბინავება და მოხდეს ისე, რომ მევენახეების, ხილის მწარმოებლების თუ სხვა ფერმერების მოტივაცია იყოს შენარჩუნებული. იცით, რომ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარეა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების მიმართ.

 

ციტრუსის მიმართულებით, დიდი ხანია, სამინისტროში დაიწყო მუშაობა კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ორგანიზებული კამპანია გვექნება, ვინაიდან ესეც ერთ-ერთი ის იშვიათი კულტურაა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის და ამას გარკვეულწილად, ორგანიზება სჭირდება.

 

რაც შეეხება სუბსიდიის ნაწილს, ჩვენ ახლა ვსწავლობთ კონცენტრანტის საერთაშორისო ფასებს. წინა წელსაც იყო საუბარი მხოლოდ ინდუსტრიულად გადასამუშავებელ პროდუქტზე, როდესაც ჩვენ დავასტიმულირეთ, რათა არ ყოფილიყო მოსავლის გადაყრა და მომხდარიყო საექსპორტოდ განკუთვნილი წარმოების ხელშეწყობა. ჩვენ სულ მოკლე ხანში მოგახსენებთ, თუ როგორი კონიუნქტურა გვექნება საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ შესწავლას. სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დღესაც გვაქვს სამუშაო შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. მუდმივ რეჟიმში ვსწავლობთ სიტუაციას და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner