logo_geo
eng_logo
„ზაზა აბაშიძეს არავითარი მიმართვისთვის ხელი არ მოუწერია“
- +

19 ოქტომბერი. 2016. 13:23



რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მიმართვა, სადაც საზოგადოების წევრები პრეზიდენტს და პროდასავლურ პარტიებს მოუწოდებენ, თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ.


მიმართვამ საზოგადოების მეორე ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.


დოკუმენტში მითითებულია, რომ მიმართვას ხელს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძეც აწერს, რაც ტყუილი აღმოჩნდა.



ზაზა აბაშიძის მეგობარმა თამარ ტაბიძემ სოციალურ ქსელში მეგობრის გზავნილი გაავრცელა.



ზაზას არ აქვს ფბ და ვერ ავრცელებს: მას არავითარი მიმართვისთვის ხელი არ მოუწერია. გადარეულია კაცი, იქნებ ჩემი სახელით დაწეროთ, ტელევიზიით არ გამოვალო! მოკლედ, მე გამიხარდა ეს ინფორმაცია და თქვენც გახარებთ, ვისაც, რა თქმა უნდა, ზაზაზე გული გწყდებოდათ", - წერს თამარ ტაბიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner