logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკის უნიკალური ბარათი ბიზნესის მხარდასაჭერად
- +

19 ოქტომბერი. 2016. 14:06



თბილისი, 19 ოქტომბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ახალი უნიკალური ბარათი Cash Card-ი შექმნა. Cash Card-ი გაკუთვნილია მათთვის ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს. Cash Card-ი მომხმარებლის კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თანხები მარტივად და სწრაფად მართოს. Cash Card Silver-ით - განაღდების დღიური ლიმიტი 5 000 ლარამდეა, ხოლო Cash Card Black-ით - განაღდების დღიური ლიმიტი 10 000 ლარამდე. მომხმარებელი კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული Cash Card-ით შეძლებს:


  • თანხის განაღდებას მარტივად, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით;


  • სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში, უნაღდო ანგარიშსწორებით Cash Card-ით გადახდას;


Cash Card-ის მიღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge        


               


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner