„ვურჩევ პოლიტიკურ „ლიდერებს", რომ დაანებონ თავი ამ უაზრო „გაყალბდა-გამოყალბდას" და არსებული რეალობის გააზრებით მუშაობა ისწავლონ!" - წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.
„ციტატები 1 თვის და 22 დღის წინ გაზეთ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუდან:
„ოცნება" დეპუტატების იმავე რაოდენობას შეიყვანს პარლამენტში, რაც დღეს ჰყავს. საბოლოო ჯამში, 60 პროცენტით მაინც იქნებიან წარმოდგენილი. დანარჩენს ნაციონალები გაინაწილებენ";
„ჩათვალეთ, რომ ბურჭულაძის პარტია ნულია. ნინო ბურჯანაძის პარტიაც ბარიერს ვერ გადალახავს, „პატრიოტთა ალიანსს" აქვს მხოლოდ ბარიერის გადალახვის შანსი. სულ ეგ არის. სხვა ვერავინ შევა პარლამენტში".
ეს ყოველივე მე ვთქვი არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე!
ჯერ კიდევ ბურჭულაძის პარტიიდან ხალხის გაქცევამდე!
ახლა, რა გინდათ, თქვენ მითხრათ?
რომ მე ზუსტად ვიცოდი, როგორ გაყალბდებოდა საპარლამენტო არჩევნები?
არა, ბატონებო!
ისევ და ისევ ვიმეორებ - არაფერიც არ გაყალბებულა!!!
ეს არის რეალობა და მე არასოდეს ვწყდები რეალობას!!!
არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პროგნოზი არ „გამიმაზია", ამიტომაც ვურჩევ პოლიტიკურ „ლიდერებს", რომ დაანებონ თავი ამ უაზრო „გაყალბდა-გამოყალბდას" და არსებული რეალობის გააზრებით მუშაობა ისწავლონ!
ასე უფრო მიიღებენ შედეგს..." - წერს სვანიძე „facebook"-გვერდზე.