logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ფირების განადგურება იყო შეცდომა!
- +

17 მარტი. 2016. 10:52


„თავის დროზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება დაუშვებელი იყო", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებული მასალები მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ, რაც გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო საგამოძიებო მოქმედებების წარმოების პროცესში.

 


„მაშინ უმცირესობაში ვიყავით ნანა კაკაბაძე, მე, კახა კახიშვილი და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ვაცხადებდით, რომ ამ მასალების განადგურება არ შეიძლებოდა. არავის ჰქონდა გარანტია, რომ ფირების ასლები არ არსებობდა. ვამბობდით, რომ ფირების განადგურება იქნებოდა მხოლოდ საკუთარი თავის და მოსახლეობის მოტყუება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღარ იარსებებდა. მტკიცებულებების განადგურებას თავისი წესი აქვს, რა წესიდან და რა ჩარჩოდანაც ეს ქმედება იყო ამოვარდნილი. აქედან გამომდინარე, ეს იყო შეცდომა, რომელიც დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ადამიანები, რომლებიც დღეს „ეს შენ გეხებას" კამპანიაში არიან გაერთიანებული, აქტიურად ლობირებდნენ საკითხს, რომ განადგურებულიყო ეს ფირები. არ ვიცი, გულუბრყვილოდ თუ შეგნებულად, მაგრამ ფაქტია, ხელი შეუწყვეს მტკიცებულებების განადგურებას", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner