მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგა ბოკერია ნიკიტა ხრუშჩოვის როლშია შეჭრილი.
„ბოკერია ნიკიტა ხრუშჩოვის როლშია შეჭრილი, მალე დაგმობს „ოდეს-ტურფას" და იმ წლებს პიროვნების კულტად გამოაცხადებს, „ოდეს-ტურფას" ცხედარს, ოდესის მავზოლეუმიდან გამოასვენებს და დაწვავს, ბელადის ძეგლებს აიღებს სანაპიროდან, მხოლოდ ერთგულ ზუგდიდში დარჩება მისი ყვითელი ავტობუს-ვაგონი და სანდრას ღომის ქვაბი!!!" - წერს გლურჯიძე „facebook"-გვერდზე.