logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა
- +

17 მარტი. 2016. 10:56


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა და სხვა დატვირთვას შეიძენს.


დეპარტამენტის სახელწოდება იქნება სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი და ის მოახდენს ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში უწყებების კოორდინაციას, როგორიც არის მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ანაკლიის პორტის განვითარება, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი პროექტი, როგორიც არის კოხტა-მიტარბის კომპლექსის განვითარება, გუდაურის სტარტეგიული განვითარება და ა.შ.


„ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი, რომელიც უწყებათაშორისო ხასიათისაა. ეს არის, მაგალითად, ქონების მართვის კუთხით მიწის გამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა. ჩვენ ვამუშავებთ დღეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ამ კუთხით სტრატეგიის ცვლილებას და ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთ ადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალი სტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათაშორის კოორდინაციას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner