logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საზოგადოების დაპანიკებას ცდილობენ...
- +

19 ოქტომბერი. 2016. 16:46



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ  კონკრეტული ძალები მუდმივად ცდილობენ, არასასურველი ეკონომიკური მოლოდინები შექმნან.


„ჩვენთვის ცნობილი ძალები მუდმივად ცდილობენ, დაამახინჯონ არსებული სურათი და არასასურველი ეკონომიკური მოლოდინები შექმნან, დააპანიკონ საზოგადოება.

 

ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2016-2017 წლების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ევრაზიის ეკონომიკებს შორის ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა განვითარდა. საგარეო შოკებსაც ყველაზე უკეთ თავი საქართველომ გაართვა.

 

მაკროეკონომიკური გარემოს კომპონენტში, 2011-2012 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 142 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-6 (137-ე) ადგილზე იყო. დღეს კი, საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11 პუნქტით გაუმჯობესდა და ევროპაში მე-17 ადგილი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (EECA) - მე-5 ადგილი უკავია.

 

ზოგადად, 2016-2017 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2011-2012 წელთან შედარებით 29 პოზიციით გაუმჯობესდა.

 

კონკურენტუნარიანობის რეიტინგის გაუმჯობესების დინამიკითაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 10-ეულში მოხვდა.

 

2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2.5%-ს ნაცვლად განსაზღვრა 3.4%-ით, ხოლო 2017 წელს - 5.2%, შესაბამისად, საქართველო მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ლიდერია, როგორც 2016, ისე 2017 წელს.

 

სწორედ ესაა გააზრებული და მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი! ამის გადაფარვა სურთ უაზრო საუბრით ხელისუფლების უზურპაციის საფრთხის შესახებ.

 

არ დაგვავიწყდეს, ჩვენს გარშემო მსოფლიო ომის მასშტაბის დაპირისპირებები მიმდინარეობს, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას! სწორი არჩევანი გავაკეთოთ წარსულსა და მომავალს შორის",- წერს  ვოლსკი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner