logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ამჯერად მეც ვერ მომითმინა გულმა...
- +

19 ოქტომბერი. 2016. 16:49



იმ ადამიანების გშურთ, რომლებმაც თქვნთან შედარებით სულ მცირედით მეტ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც ეს წარმატება მათთვის საკუთარი სისხლით, ჯანმრთელობის დაკარგვის, პირადი ცხოვრების უგულებელყოფით იყოს მოპოვებული... "- წერს „ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.



... ეს ორი თუ სამი დღეა ვუყურებ და ვუსმენ ამ უშნო ღლიცინს ჩემი მეგობრების მიმართ - უცხოებისგან, მთლად არაუცხოსა და ზოგიერთი ჩემი ახლობლის მხრიდანაც...

მე თვითონ ვაფრთხილებ ხოლმე ხშირად ჩემიანებს, რომ მსგავს ინსინუაციებს პასუხი არ უნდა გასცენ და ამით არ უნდა გააძლერონ მღლიცინებელთა პოზიციები, თუმცა ამჯერად მეც ვერ მომითმინა გულმა...

ის ფაქტი (თუ ჭეშმარიტება), რომ ზოგიერთ თქვენგანს არასოდეს არ შეუსწავლია საკუთარი წარმოშობის ისტორია თუ გენეალოგია და უმეტესმა თქვენგანმა სულ მეტი - დიდი ბებიისა თუ პაპის სახელი თუ იცის - სულაც არ ავალდებულებს სხვას, რომ იგივე გააკეთოს და საკუთარი ოჯახისა და წარმოშობის ისტორია არ შეისწავლოს... ზუსტად იმ ავადსახსენებელი ბოლშევიკურ-შავრაზმულ-ურჯულოთა იდეოლოგია იყო არსაიდან წარმოშობილი ვითომ ადამიანების აღზევება და მათგან ეროვნული გმირების შექმნა!

ვინძლო, დიდი შრომა არ დამჭირდეს მსგავსი ადამიანების" ჩამოთვლითა და მათი მაგალითების მოყვანით - გაიხედ-გამოიხედეთ ირგვლივ, ცოტა ღრმად ჩაფიქრდით და უამრავს დაინახავთ ასეთს თქვენსავე ირგვლივ...

კი იკვეხნით დასავლური ღირებულებებთან ზიარებას" და მათი მონაპოვარის სამშობლოში დანერგვა-გამოყენებას, მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და ხმამაღლა ბრძანეთ: რამდენი თქვენგანია ნამყოფი ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა თუ ბრიტანეთში ისტორიულ საგვარეულო ციხე-სიმაგრეებსა და შატო-მამულებში და ამდენმა თქვენგანმა მოითხოვეთ რაიმე ეპიზოდის მოყოლა მათი ისტორიიდან?!

- ალბათ, თითზე ჩამოსათვლელმა და იმთაც ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ვინმეს რაიმეს ძალდატანებით..

ეს იმიტომ, რომ საკუთარი ისტორია არა გაქვთ და გეშინიათ სხვისი ისტორიის მოსმენისა და საკუთართან შედარების!!!

ამ ყველაფერს კი შური ჰქვია ქართულ სახელად, შური!!!

გინდ თეთრი დაუძახეთ და გინდ შავი!

გშურთ იმ ადამიანების, რომლებმაც თქვნთან შედარებით სულ მცირედით მეტ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც ეს წარმატება მათთვის საკუთარი სისხლით, ჯანმრთელობის დაკარგვის, პირადი ცხოვრების უგულებელყოფით იყოს მოპოვებული...

გშურთ იმიტომ, რომ გაზარმაცებული და გაუკუღმართებულები ხართ და დღემდე ქართულ სოციუმში არნახულ ვირტუალურ სამყაროში გრძნობთ თავს ბუმბერაზებად და ყველაზე ნასწავლ-განათლებულებად!!!

არადა, კაპიკიც აღარაა თქვენი ფასი!!!

აი, ქვენგან" დაცინულმა ადამიანებმა კი საკუთარი გენეალოგიაც იციან მრავალი ათეული ათასი წლის განმავლობაში, საკუარი წინაპრების ვინაობაც მრავალი საუკუნის მიღმა და ისიც იციან - ვისი გორისები არიან!!!

სულაც არ მინდა, აქ კიდევ ერთხელ ვახსენო კონკრეტული ადამიანების სახელები და ამით კიდევ ერთხელ მოგცეთ საშუალება გესლის ნთხევისა....

ერთს კი გეტყვით:

- მე მაგ კაცს ზუსტად 38 წელია ვიცნობ და ზუსტად 38 წელია ვიცი მაგ გენეალოგიისა და მისი დიდი ოჯახის ისტორიის შესახებ!!!

რაც შეეხება ქილიკს მისი გამოსვლებიდან დამონტაჟებული გაუგებარი ფრაზების ირგვლივ - ღმერთმა განსაჯოს მანდ მტყუან-მართალი - ამდენი დროც კი არა მაქვს აქ დასაჯდომ-საქმის გასარჩევად....

დასასრულს კი ყველა თქვენგანს გირჩევდით (მე ეს უკვე დიდი ხანია გავაკეთე) :

- თუ თქვენ პირადად ვერ შეძლებთ, თქვენი უმეცრებისა და ინტელექტუალური უძლურების გამო საკუთარი გენეალოგია და წარმოშობის ისტორია შეისწავლოთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს მაინც მიმართეთ და დარწმუნებული ვარ -ბევრი მათგანი უანგაროდ დაგეხმარებათ!

თუმცა, დარწმუნებული არ ვარ - მათი კვლევის შედეგები თქვენ თვითონ მოგეწონებათ თუ არა!

დიდი მადლობა ყურადღებისთვის ყველას...

უღრმესი პატივისცემით,

მირიან ყარაულაშვილი - იგივე ჩიკვაიძე", - წერს მირიან ყარაულაშვილიfacebook"-გვერდზე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner