logo_geo
eng_logo
ნიკო ცეცხლაძე: რომ მცოდნოდა, კონკრეტულად რაზე მთხოვეს ხელმოწერა, ნამდვილად უარს ვიტყოდი
- +

19 ოქტომბერი. 2016. 17:18



მხატვარი ნიკო ცეცხლაძე სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მის ხელმოწერას გაუგებრობას უკავშირებს.


როგორც 2030.news-ს ცეცხლაძემ განაცხადა, ის ხელმოწერას მეგობრების თხოვნით დათანხმდა ისე, რომ ტექსტი არ უნახავს.



მე ვარქართული ოცნების" კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდამჭერი და ამას ღიად გამოვხატავ. საკონსტიტუციო უმრავლესობასა და უმცირესობაში ვერ ვერკვევი, ბექა ოდიშარიას მხარს ვუჭერ, თავისთავადქართულ ოცნების" მხარდამჭერი ვარ და როგორ მოვუწოდებდი ვინმეს, რომ ოპოზიციას მისცენ  ხმა? უკაცრავად, არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური. კარგად რომ მცოდნოდა, კონკრეტულად რაზე მთხოვეს ხელმოწერა, ნამდვილად უარს ვიტყოდი", - განაცხადა ცეცხლაძემ.



საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც  პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. მიმათვის ხელმომწერთა შორის იყო ნიკო ცეცხლაძეც.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner