„ჩემზე შესაძლოა, ნაწყენი იყო, ვინაიდან ფეხების ბაკუნით მთხოვდა, მოსკოვში რუსი მილიონერებისთვის საღამო გამემართა და მისი მემურული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი" გაგვეყიდა. მე უარი ვუთხარი", - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი სანდრა რულოვსის შესახებ აცხადებდა.
„სანდრა რულოვსი ბოლომდე პირველი ლედის როლში გახლდათ, მოდურად გამოწყობილი. ცხადია, მისთვის უცხო აღარ არის პარიზის, ლონდონის თუ ნიუ-იორკის „ტოპ"-ბუტიკები. ჩემზე შესაძლოა ნაწყენი იყო, ვინაიდან ფეხების ბაკუნით მთხოვდა, მოსკოვში რუსი მილიონერებისთვის საღამო გამემართა და მისი მემურული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი" გაგვეყიდა. მე უარი ვუთხარი, ვინაიდან ქვეყნებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლისთვის „ივენთის" მოსაწყობად შეუფერებელი დრო იყო",- აცხადებდა კიწმარიშვილი.