logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: უსაფრთხოების სამსახური ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს
- +

17 მარტი. 2016. 11:07


„რას დავარქმევთ - კუდ-ს, სოდ-ს, „კაგებეს" თუ სხვას, უსაფრთხოების სამსახური ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს", - ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელის თანახმადაც, ოპოზიციური პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას მოითხოვს.

 


ადვოკატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი და მას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის გაძლიერებასთან.


 

„თუ მხოლოდ სახელზეა საუბარია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხოლოდ ფორმალობაა. რაც შეეხება სამსახურის არსებობას, აქ საუბარია, შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო სისტემა - კი ბატონო, შეიქმნას, მაგრამ ერთი მიკვირს, ნაციონალები იმ ინსტიტუციების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც მათ დროს ყვაოდა და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. დღეს მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური თამაში და ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის გაძლიერებასთან", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანს.


„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი ქვეყანა ბრუნდება 90-იანებში, რომელიც არის რუსეთის 90-იანების მსგავსი, როდესაც რუსეთის ოლიგარქები საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებით და პირადი ცხოვრების შანტაჟით. ჩვენ გვაქვს ინიციატივა - პირადი თავისუფლების ქარტია, რაც გულისხმობს ოთხ მთავარ პრინციპს, პირველი - უნდა გაუქმდეს სუს-ი, რათა საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვნელოვანი. უნდა გაუქმდეს „ოდეერის" ინისტიტუტი, მეორე ეხება ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტს, ესეც უნდა შეიცვალოს და რადიკალური რეფორმირება მოხდეს", - განაცხადა რატიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner