„ბატონებო და ქალბატონებო, ამისთვის იბრძოდნენ ქალბატონი ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი, ამისთვის ვიბრძოდით მე და ია მეტრეველი, ამისთვის დავაფუძნეეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლე?!", - ამის შესახებ გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე წერს.
გამცემლიძე იმ ადამიანების მიმართვას ეხმაურება, რომლებიც საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დღეს „ნაციონალების" ხმების მიცემისაკენ მოუწოდებენ ჩვენ მოქალაქეებს. მიზეზს არ კითხულოობთ, თურმე საშიშიაო კონსტიტუციური უმრავლესობით „ქართული ოცნების" მოსვლა პარლამენტშიო. მაშინ სად იყავით, როცა ეს ბანდიტები ეყარნენ პარლამეტში და კონსტიტუცია, როგორც საკუთარი პიჯაკს, ისე ირგებდნენ და მოირგეს ტანზე. რას ჰქვია მოგება არჩევნებში, გიფიქრიათ ამაზე? დიახ, ამას მისცა ხმა ქართველმა ხალხმა „არა კაც კლას, არა ბიზნესის ტერორს, არა წამებას, არა გაუპატიურებას, არა ქონების წართმევას, არა სიტყვის თავისუფლების აკრძალვას, არა ტყუილს, არა ნაცბანდას და მათ ლიდერებს, არა მიშა მტარვალს...
ადამიანები, ვინც ნაცონალების მხარდაჭერას მოითხოვენ, ყველა უკლებლივ აწერს ხელს იმ დანაშაულს, რომელიც ამ ნაძირლებმა ჩაიდინეს. დროა, ყველას დავარქვათ სახელი „ქართველთ მოძულენი".
საფრთხეაო საკონსტიტუციო უმრავლესობაო -საფრთხე ხართ თქვენ, ნაცხროვის მხარდამჭერებო.....
ავსრტიისა და გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ჰიტლერის სახლს ანგრევენ, სადაც ის დაიბადა, იმიტომ რომ არსებობს საშიშროება მისი სახლის მომავალში ნაცისტური იდეალების აღორძინების დასაწყისისა. ჰიტლერი იყო მსოფლიო ჯალათი, სააკაშვილი და მისი ბანდა ქართველთ მოძულე და ახლა მოგინდაათ მათი სახელმწიფო სათავეში მოყვანაა, ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი და დაამტკიცა კიდეც თავისი არჩევანით.
„ნაცბანდა" პოლიტიკურ სანაგვეზე", - წერს გამცემლიძე.