logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: თქვენ, პატარა ადამიანებო, დააჭირეთ ხელი მეგობრობის გაუქმებას და ამომშალეთ!
- +

19 ოქტომბერი. 2016. 21:02



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ დავით-თარხან მოურავთან დაკავშირებით facebook-ზე წერს:


დააჭირეთ ხელი მეგობრობის გაუქმებას და ამომშალეთ. მერე თქვენ-თქვენ გვერდზე თავში ქვა გიხლიათ, რაც გინდათ ის წერეთ და იკითხეთ; ჩემთან აღარ ამოვარდება და ვეღარ დავინახავ. დილიდან შევწუხდი, იმდენჯერ ამოვარდა „პატრიოტების" ლიდერების დასაცინი გვერდები. რამხელა ბოღმა და ღვარძლი გქონიათ სულში. ახლა მოგეცათ გამომჟღავნების საშუალება.

 

ამ დასაცინ გვერდებს ვინც აკეთებს, იმათი არ მიკვირს, რადგან იმათი საქმე წასულია, აღარაფერი ეშველებათ, გადაგვარებულები არიან, მაგრამ თქვენ რა ჯანდაბა დაგემართათ?! - ფილარმონია ადვოკატებს, ჟურნალისტებს, პრესსამსახურის უფროსებს, ყოფილ უფროსებს, ხელოვანებს?! რა გჭირთ?! იმის ერთი მეოთხედი მაინც გაგიკეთებიათ სამშობლოსთვის, რაც ირმამ და დათომ გააკეთეს?!

 

თქვენ პატარა ადამიანებო, უმეტესობა ჩუმი მიშისტები ხართ და დანარჩენები კიდევ იმაზე დაბოღმილები, რომ ცხოვრებაში არ გიმართლებთ; სკდებით ბოღმით, რომ ვერ გადალახეთ ბარიერი; გიჟდებით იმაზე, რომ სიაში ჩასმაც კი არავინ შემოგთავაზათ და ვერ ეგუებით რიგითის რანგში ცხოვრების გაგრძელებას. დანარჩენ ჭია-ღუებზე აღარ გავაგრძელებ. საცოდავებო!", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner