logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: არ მგონია, მომხდარმა მომავალ მკვლელს, ან მანიაკს თავის განზრახვაზე ხელი ააღებინოს!
- +

19 ოქტომბერი. 2016. 21:32



მწერალი პაატა ქურდაძ თბილისში, ორთაჭალაში, რამდენიმე დღის წინ ტრანგენდერი ქალის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და facebook_ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:  


პროსტიტუცია განსაკუთრებულად მაღალი რისკის ფაქტორის შემცვლელი პროფესიაა. მიუხედავად იმისა, ამ პროფესიით სრულწლოვანი ქალი იქნება დაკავებული, მამაკაცი თუ ტრანსგენდერი. ასეა მთელს მსოფლიოში და ასეა საქართველოშიც. (ბავშთა პროსტიტუცია განსაკუთრებული კატეგორიის ტრაგედიაა)

 

ჩემი აზრით, კონკრეტულ შემთხვევის შეფასებისას მთავარი თუ არა, ერთერთი მთავარი აქცენტი მაინც პროსტიტუციის, განსაკუთრებით კი ქუჩის პროსტიტუციის აბსოლუტურ დაუცველობაზე უფრო უნდა კეთდებოდეს, ვიდრე მსხვერპლის გენდერულ კუთვნილებაზე... არა იმიტომ, თითქოს ვთვლდე, რომ ზოგადად ტრანგენდერებს საქართველოში დალხენილი ცხოვრება აქვთ... დამნაშავე ცხადია უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა მგონია ამან მომავალ სხვა მკვლელს, ან მანიაკს თავის განზრახვაზე ხელი ააღებინოს. ვერანაირი მოქალაქეების თვითშეგნების აწევა ვერ უშველის ამ საქმეს მოკლე ვადაში. ისეთ დაუცველ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ერთადერთი კონკრეტული პრევენცია, ერთადერთი გამოსავალი - პროსტიტუციის ლეგალიზებაა. ჩემთვის ეს არანაირ კითხვის ნიშანს არ ექვემდებარება.

 

პ.ს. ყველა სიკეთესთან " ერთად, ჩემი აზრით. ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი ცუდი სტერეოტიპი ყალიბდება - თითქოს ტრანსგენდერი აუცილებლად პროსტიტუტია, რაც აბსოლუტურად არ არის სინამდვილე", - წერს ქურდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner