რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მოხდა. მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.