logo_geo
eng_logo
„საამაყოა შენი ცოლობა!“ - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი
- +

19 ოქტომბერი. 2016. 21:45



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ქორწინებიდან 20 წელი გავიდა.


ამ თარიღთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი facebook_ის  პირად გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


„20 წელი ერთად! თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა. კიდევ ბევრი წელი წინ არის. ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად „სულ ცოტა ხანს მოგიპარავ" ბედნიერებისკენ მივდივართ.

 

როდესაც ზოგჯერ კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი... სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა - ბებია-ბაბუობა", - წერს თინა ხიდაშელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner