logo_geo
eng_logo
„ორივე ხელი რომ მომაჭრათ, „ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მივცემ!“
- +

19 ოქტომბერი. 2016. 22:38



ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის პარტია ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს.



არასამთავრობო ორგანიზაცია მხარედ არ უნდა დაფიქსირდეს და მეორე ტურის წინ ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს. ეს ჩემი აზრია. ეს დიდი შეცდომაა. მე, ზაზა ხატიაშვილს, ორივე ხელი რომ მომაჭრა, „ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მივცემ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შემიქმნა პრობლემები, 157 ადვოკატი დააპატიმრეს, ასეთი რამ ლუკაშენკოს არ გაუკეთებია. 10-მილიონიან ქვეყანაში 8 ადვოკატი იჯდა ციხეში და ის პერსონა ნონ-გრატად ცნეს, ჩვენთან კი 157 ადვოკატი იჯდა ციხეში! რანაირად უნდა მომეწონოს „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ქვეყანა გაანადგურა! სისხლის გუბეები დააყენა. მე და საწყალი იური ვაზაგაშვილი კარდაკარ დავდიოდით და გარდაცვლილ ადამიანებს ვეძებდით, დახვრეტილ ადამიანებს ვეძებდით. ამ ძალას ხმა რანაირად უნდა მივცე?! ეს არის სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის პარტია! ესენი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენ!" - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner