მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძის ინფორმაციით, მომღერალ რობი უილიამსის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს", - წერს კობახიძე.
ცნობისთვის, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე.