logo_geo
eng_logo
რობი უილიამსის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- +

17 მარტი. 2016. 11:12


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძის ინფორმაციით, მომღერალ რობი უილიამსის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

 

„რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს", - წერს კობახიძე.



ცნობისთვის, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner