„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის დავით თარხან-მოურავის ვიდეოებს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, აქტიური გამოხმაურება მოყვა. თარხან-მოურავი სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა გააქილიკა.
ჟურნალისტი ნინო რატიშვილი კი სწორედ ამ ადამიანების საქციელს აკრიტიკებს. მის facebook-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ნუ, უკვე მეტის მეტია!!! ხალხნო, მოდით, რა, ჯერ თქვენც იმდენი უპოვარი დააპურეთ, იმდენი გაჭირვებული გაახარეთ და მერე იქილიკეთ!!!
თუნდაც მე, არადროს დამავიწყდება 2 წლის წინ, 80 წლის დედაჩემის სიხარულის ცრემლები, რისთვისაც სწორედ ახლა, ამ ვითარებაში, საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო დათოს, ანუ დავით თარხან-მოურავს!!!
ჩვენ, ყველა, უცნაური ვართ, ჩვენი დადებითებითა თუ უარყოფითით, შეცდომებით, მთავარია დანაშაული არ ჩავიდინოთ.
რა მიკვირს იცით, დამნაშავეებზე არ ქილიკობთ, იმათზე მოუწოდებთ - ხმა მივცეთო, სიძულვილის ენაზე აღარ ველაპარაკოთ ადამიანის ხორცის მჭამელებსო....
ის ტიპი რომ არის, ნუ, ძალიან ბლანჟეთი, სულ დემოკრატიას რომ გვასწავლის, ნუ ბოჟე მოი, იმანაც იქილიკა - თარხანი ზევსის შთამომავალიო, გულიანად გადავიხარხარე და იცით, რატომ? იმას რომ შეხედავ, დათოსთან შედარებით, რაღაც ძალიან უდღეურია, ჰოდა, იმ უდღეურის ფონზე, არის დათო ზევის შთამომავალი, აბა არ არის???!!!", - წერს ნინო რატიშვილი.