logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ირმა ინაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 00:19



მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში, ირმა ინაშვილის პარტიული სიით გასულ დეპუტატებთან გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავს.


აპირებს თუ არა პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში ზურაბიშვილი ითანამშრომლოს ირმა ინაშვილთან, ადა მარშანიასთან, ემზარ კვიციანთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ - მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხობს, რომ აღნიშნული პირებიც ქართველი ამომრჩევლის მიერ არიან პარლამენტში არჩეული და თუ ჩვენ დემოკრატიას, დასავლურობას პატივს ვცემთ, ყველა არჩეული დეპუტატი დეპუტატია".


თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ვერ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან".


მე ვერ ვუშვებ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან", როგორც მოძრაობასთან და არა ინდივიდუალურ პირებთან. იმიტომ, რომ ეს არის დამნაშავე მოძრაობა. სანამ სასამართლო ბოლომდე არ დაადგენს, ვის რა წაართვეს... დღეს წავიკითხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კოდუებს ატერორებდა და მათზე ზეწოლა იყო. ეს ყველაფერი გახსნილი უნდა იყოს და გაირკვეს. შემდეგ შეიძლება თანამშრომლობა არა დამნაშავე ნაციონალებთან. გარდა ამისა, ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის. ბევრ საკითხში, ალბათ, არ დავეთანხმებით ერთმანეთს. მაგრამ შესაძლებელია შრომის კოდექსზე მოვნახო იქ ზოგიერთი პარტნიორი, რომელიც ასევე დაინახვას, რომ ეს არის ცივილურ, ევროპულ საქართველოში აუცილებლობა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner