logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: არ ამომაცოცდეთ - დუსტის ფული არ მაქვს და ტილებს ჩაქუჩით დავდევ!
- +

20 ოქტომბერი. 2016. 00:34



უკვე ამაზრზენი ფორმა მიიღო დავით თარხან-მოურავის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ტალღამ", - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი აზრით, „პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო არჩევნებში გამარვება დავით თარხან-მოურავის დიდი დამსახურებაა.


თქვენ რატომ იბოღმებით? რა გშურთ? რამ გაგაბოროტათ? რატომ გგონიათ, რომ თქვენი უკბილო და უნიჭო ვითომ ხუმრობით, სინამდვილეში კი შხამიანი სარკაზმით და ლანძღვა-გინებით ვინმეს რამეს დააკლებთ?

 

დრო გამოაჩენს, ვის რა გაუკეთებია სამშობლოსთვის, თქვენისთანა ანაფხეკებით კი აღარავინ დაინტერესდება.

 

ჯერ საკუთარი წინაპრების საფლავები მოიძიეთ, გაასუფთავეთ და სანთლები დაუნთეთ, შემდეგ კი ერთაწმინდაში წადით, სადაც პაატა სააკაძის თავია დაკრძალული და ამავე ტაძარში თარხან-მოურავების საფლავებსაც ნახავთ!

 

შინ დაბრუნებულებმა წიგნი წაიკითხეთ და აღმოაჩენთ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილი, გიორგი მეთორმეტის შვილი - სოფიო ბაგრატიონი ლუარსაბ თარხან-მოურავის მეუღლე იყო, იმ ლუარსაბ თარხან-მოურავის, რომლის შთამომავალიც არის თქვენი სამიზნე დავით თარხან-მოურავი.

 

მაგრამ თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ ხომ მხოლოდ უშნო ღლიცინი შეგიძლიათ!

 

ახლა აქ არავინ ამომაცოცდეს. გაითვალისწინეთ, რომ დუსტის ფული არ მაქვს და ტილებს ჩაქუჩით დავდევ!", - წერს მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner