სააგენტო „ოლმედიადან" არჩევნებზე ჟურნალისტის სტატუსით აკრედიტაცია გაიარა 3 405-მა პირმა, რომელთა შორის „ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნებიც არიან
5 017 ჟურნალისტი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სწორედ ამ რაოდენობის მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაიარა არჩვნების გაშუქების მიზნით აკრედიტაცია. თუმცა, 138 მედიასაშუალებიდან 3 405 აკრედიტაცია მხოლოდ ერთის სახელზეა გაცემული. ეს სააგენტო კი, „ოლმედიაა", რომლის ვებგვერდზეც ამ დრომდე არჩევნების შესახებ არცერთი ახალი ამბავი არ განთავსებულა.
„ოლმედიას" დამფუძნებელი და დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელია. „ოლმედიას" სახელით აკრედიტებულ ჟურნალისტთა სიაში კი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ყოფილი მაღალჩინოსნები და აქტივისტები არიან.