logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: ემანდ, კურკა არ გადაგცდეთ!
- +

20 ოქტომბერი. 2016. 01:50



ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით ატეხილ მითქმა-მოთქმაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


 სრულიად facebook-მომხმარებელთა საყურადღებოდ!

 

დიდი აჟიოტაჟი რომ ატეხეთ, არიქა, დავიღუპეთ, „ოცნება" კონსტიტუციურ უმრავლესობას იღებსო და ტელეეთერიდან გვმოძღვრავთ და გვასწავლით, ვის მივცეთ ხმა. უნდა შეგახსენოთ, რომ 1919 წლის პირველ ქართულ პარლამენტში 130 მანდატიდან 109 სოციალ- დემოკრატებმა მოიპოვეს. ესეც თქვენი კონსტიტუციური უმრავლესობა. ასეთივე უმრავლესობა ჰქონდა „მრგვალ მაგიდას" (საბჭოთა პერიოდს გამოვტოვებ), „მოქკავშირს", ორჯერ ნაციონალებს და პირველად ექნება „ოცნებას". ასეთი რა მონსტრები და კაციჭამიები დაინახეთ ამ ხალხში, რომ ლამისაა ზარები დაარისხოთ, დავიღუპეთო. აქამდე ხომ აშენებულ-დამშვენებული ვიყავით და აი, სწორედ ახლა ვიღუპებით.

 

პ.ს. ერთ უფასო რჩევას მოგცემთ: ქლიავის ჭამას დაანებეთ თავი, გარდა იმისა, რომ ცნობილი საშიშროება გემუქრებათ, ემანდ კურკა არ გადაგცდეთ და მთლად არ დაიქცეს ეს საბრალო ქვეყანა", - წერს თამაზ ჩიქვანაია facebook- გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner