logo_geo
eng_logo
ავღანეთში ორი ამერიკელი მრჩეველი მოკლეს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 03:07



ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორი ამერიკელი მრჩეველი მოკლეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 11: 00 საათზე განხორციელდა. შემთხვევის დროს რამდენიმე ამერიკელი დაშავდა.


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში 13 ათასამდე ადამიანია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner