ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორი ამერიკელი მრჩეველი მოკლეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 11: 00 საათზე განხორციელდა. შემთხვევის დროს რამდენიმე ამერიკელი დაშავდა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში 13 ათასამდე ადამიანია.