20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერის, ნინო არევაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით: „ვარიაციები თემაზე ძველი თბილისი".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავეჯისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა ინსპირაციაც ძველი თბილისის არქიტექტურა, კერძოდ, კი ხეში ნაკვეთი ორნამენტული დეტალები და სადარბაზოების ფერწერული შემკულობა გახდა. ნამუშევრები ძირითადად ხეშია შესრულებული, ხოლო რამოდენიმე სინი და ზარდახშა მოხატულია ხელით.
ნამუშევრები 6 თვის მანძილზე იქმნებოდა. გამოფენა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.