logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციას დააფინანსებს
- +

20 ოქტომბერი. 2016. 11:31



ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრებისა და ამ სკოლებში ენერგოეფექტურობის ზრდას დააფინანსებს. შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მენეჯერმა ვიტომინ მაილს რაგუზმა ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთვის 20 მლნ ევრო გამოიყოფა. დამატებით 2 მლნ ევრო კი, თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციას მოხმარდება. პროექტს მნიშვნელოვანი გარმოსდაცვითი და სოციალური ეფექტიც ექნება. გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და პედაგოგთა სამუშაო პირობებიც.


ქეთევან ნატრიაშვილი: „იგულისხმება გამაგრება და იგულისხმება ისეთი სამუშაოები, რომელიც გააუმჯობესებს ამ სკოლების ენერგოეფექტურობას. ეს კი თავისთავად მნიშვნელოვნად შეამცირებს სკოლების დანახარჯებს, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება ხოლმე. შესაბამისად გაუმჯობესდება გარემო, სადაც მოსწავლეებს უწევთ ყოველდღე სიარული სკოლაში და შესაბამისად ეს აისახება სასწავლო შედეგებზეც".


ვიტომირ მაილს რაგუზი: „აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 15 000 მოსწავლე მიიღებს სარგებელს. იგი ორ კომპონენტს მოიცავს. ერთია ენერგოეფექტურობის გაზრდა, რაც სკოლებში გათბობის სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს, რითაც მომავალში სკოლებს შეუმცირდებათ მიმდინარე ხარჯები. ხოლო მეორე კომპონენტია სეისმური მდგრადობის უზრუნველყოფა მიწისძვრის რისკების შესამცირებლად".


ნოდარ ხადური: აღნიშნული პროექტი განხორციელდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის დაფინანსებით, ეს 14 მლნ ევროა. 6 მლნ არის გრანტი, რომელიც გამოყო ევროპის გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში და 2 მლნ ევრო არაფულადი სახსრით იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner